ფავლენიშვილი: ივანიშვილის "ბანდის" მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები, დასმენები უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს

03.07.25 13:07
ფავლენიშვილი: ივანიშვილის "ბანდის" მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები, დასმენები უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ივანიშვილის "ბანდის" მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები, დასმენები ალბათ, უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს და შეიძლება გახდეს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების საფუძველიც.  

ფავლენიშვილის თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც სისტემა კორუფციაზეა დაფუძნებული. 

პოლიტიკური ისტერია ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში აღწევს კულმინაციას, ისევე როგორც კლანური ბრძოლები, მათ შორის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები, დასმენები მიიღებს ალბათ უფრო აქტიურ ხასიათს, შეიძლება გახდეს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების საფუძველიც, ამიტომ არ გამოვრიცხოთ, რომ ივანიშვილის ბანდის ყოფილი წევრი, რომელიც სამიზნედ იქცა პროპაგანდის, გახდება საფუძველი სხვა წევრებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის, ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც სისტემა დაფუძნებულია კორუფციაზე, პირად ინტერესებზე, ამ დროს ხდება ხოლმე ასეთი კლანური ბრძოლები, დასმენები, ურთიერთბრალდებები და საქმეების აღძვრები," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

მსგავსი სიახლეები