მოვუწოდებ "ოცნებას", თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. ევროპარლამენტარი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სააკაშვილის შემდგომი დევნისგან.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და აჩვენოს ძალიან საჭირო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია". - წერს twitter-ზე ევროპარლამენტარი.