ფავლენიშვილი: დღეს, სახელმწიფოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომლებიც არიან ავტოკრატიული ქვეყნების პარტნიორები

03.07.25 14:32
ფავლენიშვილი: დღეს, სახელმწიფოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომლებიც არიან ავტოკრატიული ქვეყნების პარტნიორები

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის' წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, დღეს, სახელმწიფოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომლებიც არიან არა დასავლური სამყაროს პარტნიორები, არამედ ავტოკრატიული, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების პარტნიორები.

მისივე თქმით, ეს ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესებისთვის ძალიან სახიფათოა. 

საქართველოს ე.წ ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ პოზიციონირებს, ის დგას არა თავისუფალი სამყაროს გვერდით, არამედ დგას ავტოკრატიული ქვეყნების ბანაკის გვერდით, რუსეთის და მისი მოკავშირეების გვერდით, ეს არაერთ დიპლომატიურ ნაბიჯში და საგარეო პოლიტიკურ ქმედებაში თუ განცხადებაში იქნა გამოხატული. სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომლებიც არიან არა დასავლური სამყაროს პარტნიორები, არამედ ავტოკრატიული, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების პარტნიორები, რაც არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესებისთვის.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

მსგავსი სიახლეები