გიორგი მინდაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: "ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდამჭერების გარეშე"
ნებისმიერი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში, გთხოვთ, მშვიდად და წყნარად შეხვდეთ განაჩენს - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა გიორგი მინდაძემ სასამართლო პროცესზე დამსწრებს.
" ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდამჭერების გარეშე"- თხოვს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მოსახლეობას.
„მოგახსენებთ, რომ ამ შედეგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნა და უსაფრთხოება, ამიტომ ნებისმიერი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში, გთხოვთ, მშვიდად და წყნარად შეხვდეთ განაჩენს. ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდამჭერების გარეშე დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილებით.
ბიჭების 99% თვლის, რომ „ლელომ“ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა...
ჩვენ არავის ვივიწყებთ და საკუთარ ბედს თვითონ გადავწყვეტთ“, - მიმართა გიორგი მინდაძემ დარბაზს.
ცნობისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ბრლადების მხარის მტკიცებით, 21 წლის ბიჭმა 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.