ComCom-მა TV პირველი და ფორმულა სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა

03.07.25 16:57
ComCom-მა  TV პირველი  და ფორმულა სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიების TV პირველის და ფორმულას წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრებზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. კომისიამ დამოუკიდებელი მედიები სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მათი დაჯარიმების გადაწყვეტილება არ მიიღო. 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქართული ოცნების საჩივრები ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ დასაშვებად 5 ივნისს ცნო.

  • საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.

"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი";  "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..