ვის ხვდება და დასჭირდა თუ არა ბოჭორიშვილს ვიზა?

03.07.25 17:46
ვის ხვდება და დასჭირდა თუ არა ბოჭორიშვილს ვიზა?

დასჭირდა თუ არა მაკა ბოჭორიშვილს ესპანეთში გასამგზავრებლად ვიზა? - ამ კითხვით "პირველებმა" საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე საათის წინ მიმართა, თუმცა, ბოჭორიშვილის უწყებას კითხვაზე ამ დრომდე არ უპასუხია. 

ესპანეთს ჯერ კიდევ გაზაფხულიდან აქვს შეჩერებული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი, ამიტომ პროცედურის თანახმად, სავარაუდოდ, მაკა ბოჭორიშვილმა ჯერ ვიზა მოითხოვა და ამის შემდეგ გაემგზავრა  სევილიაში, გაეროს კონფერენციაზე, რომელსაც 70-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური არის ესწრება.

კონფერენცაიზე იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ამ დროის მონაცემებით, მაკა ბოჭორიშვილს ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ 4 შეხვედრა, მათ შორის ანდორას, ტიმორ ლესტის რესპუბლიკის და სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წარმომადგენელთან - მათთან გადაღებული ფოტოები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ბოჭორიშვილს ჯერჯერობით არ ჰქონია არცერთი შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ-ს წარმომადგენლებთან.

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატა საბანაძის თქმით, ის ფაქტი, რომ მაკა ბოჭორიშვილს სევილიაში მაღალი დონის შეხვედრები არ აქვს, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი ძალიან უკმაყოფილოა "ოცნების" პოლიტიკით.

მაღალი დონის შეხვედრები არ არის, ალბათ, არც იქნება. დონე ჩამოწეულია. ეს დიპლომატიურ ენაზე გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყნები ძალიან უკმაყოფილოები არიან იმით, რაც ხდება, ამიტომაც, არ აპირებენ შიდა მოხმარებისთვის ფოტო-სურათის გადაღების საშუალება მისცენ, ან რაღაც თემებზე ესაუბრონ. თემებზე სასაუბროდ არიან ელჩები, რომლებიც მიდიან საგარეოში, მაგრამ ელჩებს როგორც ვექცევით ამ ბოლო ხანებში, ვხედავთ", - განაცხადა ნატალია საბანაძემ. 

ოპოზიციის მაკა ბოჭორიშვილის სევილიაში ვიზიტს "დიპლომატიურ კრახად აფასებს" - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ის რომ "ქართული ოცნება" სრულ იზოლაციაში, ეს კარგად გამოაჩინა მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტმაც.

არალეგიტიმურ მინისტრს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სადაც დაუძახებენ და სადაც ჩაესვლება იქ ჩავიდეს და ვინც იქნება მასთან შეხვედრაზე თანახმა ყველას ჩამოართვას ხელი, რომ საკუთარი ამომრჩევლები შემდეგ რუსულმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა მოატყუონ, რომ რაიმე სახის საერთაშორისო თანამშრომლობა აქვს ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს საქართველო არის "ქართული ოცნების" და ივანიშვილის დამსახურებით სრულ იზოლაციაში", - აცხადებს სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები