5 წელი ციხე 21 წლის სტუდენტს - ნინო გალუსტაშვილის ანგარიშზე მეორე სინდისის პატიმარია

03.07.25 20:07
5 წელი ციხე 21 წლის სტუდენტს - ნინო გალუსტაშვილის ანგარიშზე მეორე სინდისის პატიმარია

"მონებო" - ასე შეხვდა ხალხი მოსამართლის განაჩენს. დღეს ნინო გალუსტაშვილმა სინდისის მეორე პატიმარი გაუშვა ციხეში. სხდომა მედიისთვის ისევ დახურული იყო. გიორგი მინდაძეს დღეს 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

განაჩენი მოსამართლე გალუსტაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 კაცზე გათვლილ პატარა დარბაზში გამოცხადდა.

პროცესს ესწრებოდა გიორგის დედა - ნანი წულაიას დღეს დაბადების დღე აქვს.

ვერდიქტის მოსმენამდე 22 წლის სტუდენტმა სხდომაზე მისულ ხალხს მიმართა და საზოგადოებას დაპატიმრებული სხვა სინდის პატიმრების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამასთან, საქალაქო სასამართლოში მინდაძის მხარდასაჭერად შეკრებილები დღეს მანდატურის სამსახურმა პოლიციელებთან ერთად ძალის გამოყენებით გამოიყვანა სასამართლოდან.

სინდისის პატიმრების განაჩენი - ნანუკა ქაჯაია დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები