ახალი კანონი ფინანსური დანაშაულისთვის - ვინ არის რეალური სამიზნე
ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული პირი ივანიშვილის გუნდმა სამუდამო სიღატაკისთვის გაწირა - ასე აფასებენ იურისტები ახალ კანონპროექტს, რომლიც პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო. "ქართული ოცნების" ინიციატივით, პირს, რომელიც ეკონომიკური ან ფინანსური დანაშაულისთვის საპატიმრო სასჯელს მოიხდის, ჯერ ყველაფერს გაუყიდიან, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი ვიდრე სადააო თანხას ბოლომდე არ დაფარავს, თვეში 520 ლარზე მეტის შემოსავლის მიღება არ შეეძლება.
ციხეში წავა ყველა, ვინც ასეთ პირს ათხოვებს ბინას, რომ ღამე გაათენოს, მანქანას ან ნებისმიერ უძრავ ნივთს. იურისტები ფიქრობენ, რომ ამ კანონის რეალური სამიზნე ისევ ივანიშვილის გუნდის ყოფილი ან მოქმედი წევრები არიან.
"ოცნებამ" უკვე თქვა, რომ ეს კანონი გავრცელდება გიორგი ბაჩიაშვილზე - ახლა ჩნდება კითხვა, ამ კანონით ხომ არ ცდილობს ივანიშვილი დააშინოს მისი გუნდის სხვა წევრებიც, ვისგანაც, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დიდი ფულის მიტანას ითხოვს.