"ოცნების" დიპლომატიური სკანდალი - ვისთან დგას ივანიშვილის გუნდი

03.07.25 20:27
"ოცნების" დიპლომატიური სკანდალი - ვისთან დგას ივანიშვილის გუნდი

"ქართული ოცნების" მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმისადმი სოლიდარობის გამოხატვა ისრაელში მძიმედ აღიქვეს. იმ ქვეყნის მხარდაჭერა, რომლის მთავარი ლოზუნგია "სიკვდილი ისრაელს", მათთვის საკუთარი მოქალაქეების ღალატია და მორალურ ზღვარს სცდება. თელავივში ქართველები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ პოლიტიკური ჟესტით ტერორიზმის მხარე აირჩია. 

კითხვა თუ ვის მხარეს დაიჭერდა "ქართული ოცნება" ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში თავიდანვე გაჩნდა. ამ დრომდე საგარეო უწყების მხოლოდ ერთი განცხადება არსებობდა, სადაც მაკა ბოჭორიშვილის სამინისტრო დაპირისპირებას გმობდა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას გულშემატკივრობდა. თუმცა ირანის საელჩოში ბოჭორიშვილის მოადგილის მისვლამ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთებამ ექსპერტებისთვის ცხადი გახადა, რომ ეს ტერორისტული სახელმწიფოს მხარდაჭერაა. 

საერთაშორისო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში გაკეთებული ჩანაწერის ადრესატი არა იმდენად ირანი, არამედ დასავლეთი და უფრო ზუსტად შეერთებული შტატებია.

მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ეს გზა ჯერ კიდევ მაშინ აირჩია, როცა ირაკლი კობახიძე ირანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და თან ორჯერ.

ექსპერტების შეფასებით, ამ გზით ივანიშვილი დასავლეთს ეუბნება, რომ მას ურთიერთობის ნორმალიზება არ სურს და არც მათი პირობები აინტერესებს.

"ოცნების" დიპლომატიური სკანდალი - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები