ახალი გვარები ჩორჩანას საქმეში - გომელაური დუმს, განცხადება არ გაუკეთებია წულუკიანის კომისიას
გიორგი გახარიას სკანდალური ბრალდებიდან 24 საათის შემდეგაც კი, ვახტანგ გომელაურს, მისი ყოფილი ბოსის განცხადებები არც კი უარყვია. გიორგი გახარია აანონსებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საგამოძიებო კომისიას დაადგენს, როგორ აღმოჩნდა რომ, გომელაურის მინისტრობის დროს, 6 ადგილი საოკუპაციო ხაზთან, სადაც ქართული საგუშაგო უნდა განთავსებულიყო საოკუპაციო ძალებს დაუთმეს და ახლა იქ, რუსი ოკუპანტების სათვალთვალო კოშკებია.
დავით ქაცარავა, რომელიც ჩორჩანაში უკანონო ბორდერიზაციას 2019 წლიდან აკვირდება, ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურის დაკითხვა აუცილებელია, რადგან სწორედ მისი მინისტრობის დროს, ჩორჩანას სამხრეთ გაჩნდა, ახალი კოშკები, მანამდე კი ოკუპანტებმა საჯარო გეგმა დადეს და მონიშვნები დაიწყეს.
ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ მას შემდეგ რაც მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა და ადგილი გომელაურს გადაულოცა, გარდამავალ პერიოდში რუსმა ოკუპანტებმა საგუშაგოები ერთ მეორეს მიყოლებით ჩადგეს.
გახარია ამბობს, რომ სუს-ის უფროსი მაშინდელმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გომელაურმა უნდა გასცეს პასუხი, კითხვას, ვისი დავალებით დაუთმეს საგუშაგოს ადგილები ოკუპანტებს.