"ოცნება" ლეგიტიმაციის ძიებაში - ბოჭორიშვილმა ესპანეთში მხოლოდ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან მოახერხა შეხვედრა
ტიმორ ლესტე, ანდორა და სინგაპური - საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა ესპანეთში მხოლოდ ამ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან მოახერხა შეხვედრა. ბოჭორიშვილი ესპანეთში გაეროს კონფერენციაზე იმყოფება, სადაც 70-ზე მეტი ქვეყნის და ევროკავშირის პირველი პირები არიან შეკრებილი, თუმცა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის დღის წესრიგი არც ისე დატვირთული აღმოჩნდა.
"ოცნების" ოპონენტების თქმით, მაკა ბოჭორიშვილი ისევ ლეგიტიმაციის ძიებაშია. ოპოზიციაში განმარტავენ,რომ უცხოელებთან რამდენიმე ფოტო და ხელის ჩამორთმევის კადრი ახლა მისთვის ყველაზე ძვირად ფასობს. ევროპის და შეერთებული შტატების პირველ პირებს ვერა, თუმცა ვისაც ხელს ართმევს, საგარეო უწყება ფოტოებს მაშინვე საჯაროდ ავრცელებს რომ საკუთარ ამომრჩეველი მაინც დაარწმუნონ ოცნების ლეგიტიმურობაში.