პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 27 % შეცდომითაა დაჯამებული - ifact
საქართველოში პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 27 პროცენტი ანუ 1,005 ოქმი შეცდომითაა დაჯამებული - ინფორმაციას ifact.ge - ავრცელებს.
აი, ფაქტი-მა სულ 3,743 უბნის შემაჯამებელი ოქმი გადათვალა.
„აი, ფაქტმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული კენჭისყრის ოქმებიც გადათვალა. მაშინ დისბალანსი ვიპოვეთ ოქმების 26 პროცენტში.
ჩვენ გადათვლისას გავითვალისწინეთ შემაჯამებელი ოქმების შესწორების ოქმებიც, ზოგიერთ შემთხვევაში ბალანსი მაინც ვერ ჯდებოდა.
ჩვენი გადათვლის მეთოდი ასეთია: პარტიების/კანდიდატების ხმებს + ბათილი ბიულეტენების რაოდენობას ვადარებდით უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობას.
დეტალურად ყველა ოლქის, უბნისა და ოქმის ამბავი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. https://bit.ly/3ov1XaE"- წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.