მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა უზრუნველყოს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, ნედ პრაისმა, თქვა, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს:
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად" - თქვა ნედ პრაისმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.