“ამ კომისიის წევრების უმეტესობა, 2020 წელს, გახარიას კაბინეტთან რიგში იდგნენ, ოღონდ მასთან ფოტო გადაეღოთ“-ბერდია სიჭინავა
გახარიამ სრულად გააშიშვლა მთელი ის ვაკხანალია, რაც ამ კომისიაზე ხდება,- ასე შეაფასა “გახარიას საქართველოსთვს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე მისვლის და ჩართვის გადაწყვეტილება.
სიჭინავამ გუშინდელი ჩართვის დროს, კომისიის წევრების მიერ საუბრის მანერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ეს იყო ქუჩური ტერმინებით საუბარი, რომელიც “ოცნების“ სამარცხვინო სახეს აჩვენებს“.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ამ კომისიის წევრების უმეტესობა, 2020 წელს, გახარიას კაბინეტთან რიგში იდგნენ, ოღონდ მასთან ფოტო გადაეღოთ.“
გახარიამ სრულად გააშიშვლა მთელი ის ვაკხანალია, რაც ამ კომისიაზე ხდება. ამ ადამიანების სახეები, ლექსიკა, ოკუპაციაზე წაროუდგენელი ქუჩური ტერმინებით საუბრობდნენ. სწორედ ეს არის „ოცნების“ სახე, ისხდნენ და ვიღაც არ შემდგარი, ქუჩის კომპლექსებ გამოყოლილი ადამიანები საუბრობდნენ ბლატაობაზე, სამარცხვინო სახეა. ზოგიერთ მათგანს გახარიასთან მიახლოებაც არ შეეძლო, კარგად მახსოვს, 2020 წელს, გახარიას მეორედ რომ პრემიერ მინისტრად ნდობა გამოუცხადეს, მათ შორის იმათი ნაწილი, ვინც იქ ისხდნენ, ფოტოს რიგში იდგნენ, სამთავრობო კაბინეტთან, ოღონდ მასთან ფოტო გადაეღოთ.