ირაკლი ოქრუაშვილი განაჩენის მოლოდინში - დღეს სასამართლოში დასკვნითი პროცესი გაიმართება
ირაკლი ოქრუაშვილი განაჩენის მოლოდინში - სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი რა ვერდიქტს გამოუტანს მოსამართლე თავდაცვის ექს მინისტრს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო. დასკვნითი პროცესი საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. ოქრუაშვილი უკვე რამდენიმე კვირაა რუსთავის ციხეში წინასწარ პატიმრობაშია.
შეგახსენებთ, ამავე საქმეზე 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ასევე "ცვლილებისთვის" ლიდერებს ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას.
ასევე, წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს და პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს.