ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მკაცრი დასკვნა საერთაშორისო ასპარეზზე "ოცნების" კიდევ ერთი კრახია - გეგელია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა საერთაშორისო ასპარეზზე "ოცნების" კიდევ ერთი კრახია, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. მისი თქმით, დოკუმენტში მკაფიოდ წერია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები დემოკატიული არ იყო და ამიტომ ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩანიშვნაა საჭირო.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა არის კიდევ ერთი კრახი განცდილი "ქართული ოცნების" ეწ. ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის დასკვნა, რ მელიც სრულიად მკაფიოდ, შავით თეთრზე მოუწოდებს რუსულ რეჟიმს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ პირობებში და რომელიც ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრი პროცესი და შედეგები არ იყო და ვერ იქნება აღქმული როგორც დემოკრატიული პროცესი, - ამბობს გეგელია.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - "რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ"- ასე ქვია დღეს მიღებულ დოკუმენტს.
ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო.
ასევე, ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის გუნდმა მხარი დაუჭირა პორტოში მიღებულ დეკლარაციას, რომელშიც კრიტიკული ჩანაწერები საქართველოს შესახებაც არის.