ეს ყველაფერი "ოცნების" კისეზეა - ალექსანდრე ბარამიძე ეუთოს რეზოლუციაზე

04.07.25 11:42
ეს ყველაფერი "ოცნების" კისეზეა - ალექსანდრე ბარამიძე ეუთოს რეზოლუციაზე

 

 

„ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ კისერზეა“ - ასე აფასებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ მკაცრ რეზოლუციას. მისი თქმით, პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციაც ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

ეს ყველაფერი არის "ქართული ოცნების" ე.წ. ხელისუფლების კისერზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტები მიიღო, მათ შორის პორტოს დეკლარაცია და არაერთი რეზოლიცია. ერთ-ერთი რეზოლუცია ეხებოდა სწორედ საქართველოს, საქართველოში ცუდად ჩატარებული არჩევნების საკითხს, უამრავ სამართალდარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნების დროს და რომელიც დაფიქსირდა ეუთო-ოდირის შეფასებით და სხვა სადამკვირვებლო მისიების შეფასებითაც და მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას, დააბრუნოს საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე, - ამბობს ალექსანდე ბარამიძე. 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო -  "რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ"- ასე ქვია დღეს მიღებულ დოკუმენტს. 

ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო.

ასევე, ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის გუნდმა მხარი დაუჭირა პორტოში მიღებულ დეკლარაციას, რომელშიც კრიტიკული ჩანაწერები საქართველოს შესახებაც არის.

 

 

მსგავსი სიახლეები