სააპელაციო სასამართლოში სააკაშვილის საქმე განიხილება - პატიმარ ექსპრეზიდენტს დისტანციურად ჩართვის ნებართვა არ მისცეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ეწ. "პიჯაკების საქმეს" ეხება. პროცესი მედიისთვიის დახურულია. ამასთან, ცნობილია, რომ მესამე პრეზიდენტს ამ მომენტამდე არ აქვს ნებართვა, რომ საკუთარ პროცესს დისტანციურად ჩაერთოს.
კითხვით, რატომ უზღუდავენ მიხეილ სააკაშილს საკუთარ პროცესზე ჩართვას, "ნაციონალურმა მოძრაობამ" იუსტიციის საბჭოს 5 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოსამართლე რას მოისმენს, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პატიმრისგან და რას - არა, მაგრამ მაინც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო მიხეილ სააკაშილისთვის და საშუალება იყოს მისთვის, ეს პატარა შესაძლებლობის ფანჯარა, რითაც ის საკუთარ ხალხს ესაუბრებოდა და თავისი სათქმელი მიჰქონდა საზოგადოებამდე, მაგრამ ახალი რეპრესიული კანონის ფოზე მასაც შეეზღუდა ეს შეასძლებლობა. ჩვენ დაახლოებით 4-5 დღის წინ მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნებართვის მოსაპოვებლად, მაგრამ ამ წუთამდე არ გვაქვს დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ შედგეს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და მას ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს სასამართლო სხდომას, - ამბობს "ნაცონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
"ნაციონალური მოძღაობის" კიდევ ერთი წევრი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ "ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ხმის ჩახშობას და მის გაქრობას ცდილობს, თუმცა ეს არ გამოუვათ.
პოლიტიკური პატიმრის, პრეზიდენტი სააკაშვილის ხმის ჩახშობას "ქართული ოცნების" ფაშისტური რეჟიმი ცდილობს არა მარტო ამ დარბაზში, არამედ საერთოდ, მისის გაქრობის სურვილით არის ანთებული. მაგრამ, შემიძლია, ვუთხრა, როგორც დღემდე ეს ვერ მოახერხეს, ვერც მომავალში მოახერხებენ და პრეზიდენტ სააკაშვილის ხმა, როგორც ევროპარლამეტიდან, ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებიდან ძალიან მალე მთელ მსოფლიოში ძალიან მკაფოდ გაისმება. ეს არის თავისუფლების ხმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება. ის, რასაც აპირებს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, რომ ქართველების სულის ამპუტაცია მოახდინოს, ის ვერ შეძლებს და აუცილებლად ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, - ამბობს გიროგი ჩალაძე.
ასევე ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესს ვერ ესწრება საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი თემურ ჯანაშია. მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.