ანტონიო კოშტას ევროკავშირის გაფართოების პროცესზე საუბრისას საქართველო არც კი უხსენებია
მომდევნო ექვსი თვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა დანია იქნება. ოფიციალურ პრეზენტაციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესიაა.
უკვე დადასტურებულია, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ დანიის მთავარ ფოკუსში იქნება. მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის სწრაფი ტემპებით წასვლაა, თუმცა, როცა ანტონიო კოშტა გაფართოების პროცესზე საუბრობდა, მას საქართველო არც ერთხელ არ უხსნებია.
ერთად ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას, გრძელვადიანი მხარდაჭერით და მკაფიო გზით ევროკავშირში გასაწევრინებლად. გაფართოება არ არის ბიუროკრატიული პროცესი, ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობაში, სტაბილურობასა და ჩვენ საერთო ევროპულ მომავალში. ეს ევროკავშირის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა. ვიცი, შეგვიძლია დანიის თავმჯდომარეობაზე დაყრდნობა, რომელიც წინ წაწევს მოლაპარაკებას უკრაინასთან, მოლდოვასთან და ასევე, დასავლეთ ბალკანეთის 6 ქვეყანასთან,- განაცხადა კოშტამ.
შეგახსენებთ, დანიამ 1 ივლისს პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა.