მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

04.07.25 14:07
მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით ციხეში გაუშვა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ირაკლი ოქრიაშვილი სხდომას არ ესწრებოდა, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

„ეს განაჩენი, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განჭვრეტადი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი დასაბუთებული იქნება, ან მის კანონიერებას ვეთანხმებით. აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში დარღვეულია კონსტიტუციური ნორმები, რეგლამენტი, რომელიც სრულ საფუძველს აძლევდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. რაც შეეხება გასაჩივრებას, ეს პროცედურები უნდა გავიაროთ, გვაქვს თუ არა მოლოდინები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შემდეგ ევროპულ სასამართლოში დავა გავაგრძელოთ",-განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაჩენსი გამოცხადების შემდეგ. 

შეგახსენებთ, ამავე საქმეზე 8-თვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ასევე  "ცვლილებისთვის" ლიდერებს ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას.

ასევე, წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს და პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს. 

მსგავსი სიახლეები