"ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის კიდევ ერთი ლუსტრაცია - ელენე ხოშტარია ეუთოს რეზოლუციაზე

04.07.25 18:15
"ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის კიდევ ერთი ლუსტრაცია - ელენე ხოშტარია ეუთოს რეზოლუციაზე

"ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის კიდევ ერთი ლუსტრაცია - ასე აფასებს ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეაში განვითარებულ მოვლენებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანიშვილის პარტიამ ეროვნულ ინტერესზე მაღლა პარტიული ინტერესი დააყენა და მხარი არ დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც სირიისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ითხოვს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათ დიდი დაბნეულობის ფონზე, თან ხმა მისცეს რეზოლუციას და თან ვერ მისცეს და თან ვერ თქვეს, იჩხუბეს, იკამათეს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ქართული ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.

ეს არის დიდი ლუსტარაცია, ამ ხელისუფლების ერთის მხრივ რუსული ბუნების, მეორეს მხრივ დაბნეულობის, შიშის და საერთაშორისო წნეხის ქვეშ დაბნეული მოქმედების.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ამ ასამბლეაზე მოხდა არის ის, რომ ჩვენი პარტნიორები მთელი მსოფლიოდან პირდაპირ იძახიან, რომ გამოსავალი დღევანდელი გეოპოლიტიკური კრიზისიდან საქართველოში, ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელსაც მოუწია რომ "ქართულ ოცნებას" ხმა მიეცა, მაგრამ მერე გამოიწვია დიდი დაბნეულობა.

ამ ბრიფინგს ვატარებ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას ესმოდეს რამხელა ძალა აქვს ჩვენ წნეხს და საერთაშორისო წნეხს. რომელიც აგდებს და კუთხეში ამწყვდევს ამ "რუსულ რეჟიმს. მათ მოუწევთ ბევრჯერ ლუსტრირებაც, მათ მოუწევთ ბევრჯერ საკუთარი გადაწყვეტილების უკან წაღება," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო -  "რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ"- ასე ქვია დღეს მიღებულ დოკუმენტს. 

ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო. ასევე, ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკას.

მსგავსი სიახლეები