ჩორჩანას საქმეზე ექსფინანსთა მინისტრი გამოიკითხა - გამოიყენებენ თუ არა მაჭავარიანის ჩვენებას გახარიას წინააღმდეგ?

04.07.25 20:32
ჩორჩანას საქმეზე ექსფინანსთა მინისტრი გამოიკითხა - გამოიყენებენ თუ არა მაჭავარიანის ჩვენებას გახარიას წინააღმდეგ?

ფინანსთა ექს მინისტრის ჩვენება გიორგი გახარიას საქმეში დღეს ჩაიდო. ივანე მაჭავარიანი გამომძიებლების შეკითხვებს გენპროკურატურაში 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. ყოფილ მინისტრს, რომელიც 2018 დან 2021 წლამდე ქვეყნის ფინანსებს, ბიუჯეტს და გადასახადებს განაგებდა, ჰკითხეს-ვისი დავალებით გამოყო ფული ფინანსთა სამინისტრომ ჩორჩანაში საგუშაგოების მოწყობისთვის.

ერთ დროს გახარიას თანაგუნდელი, რომელიც 2019 წელს მინისტრის პოზიციას იკავებდა, დღეს გამოკითხვიდან გამოსული ამტკიცებდა, რომ 2019 წელს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის შესახებ ახლახანს, 2 კვირის წინ და ისიც, მედიით შეიტყო. მზად არის თუ არა მაჭავარიანი, იგივე ჩვენება უკვე გახარიას თანდასწრებით, სასამრთლოში მისცეს, ფინანსთა ექს მინისტრმა "პირველების" ეს კითხვა უპასუხო დატოვა. 

მაჭავარიანი უკვე მესამე მინისტრია, ვინც გახარიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. მანამდე იყო სუსის ექს შეფი, მისი მოადგილე, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ყოფილი გუბერნატორი და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მაია ცქიტიშვილი ერთადერთი იყო, რომელმაც ყოფილი თანამოაზრე არ გაწირა და თქვა, რომ იცოდა ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები