ეუთო ახალი არჩევნების ჩატარებას და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს - პორტოს დეკლარაციას "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა

04.07.25 20:54
ეუთო ახალი არჩევნების ჩატარებას და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს - პორტოს დეკლარაციას "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა

პორტოს დეკლარაციას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსაც ეხება და ქვეყნის ხელისუფლებას ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას სთხოვს, მხარი ერთხმად წინააღმდეგობის გარეშე დაუჭირეს. გავცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ სხდომის თავმჯდომარე დეკლარაციას პუნქტობრივად უყრის კენჭს და დამსწრეებისგან წინააღმდეგობის შემთხვევაში ხელის აწევას ითხოვს. 

ამ სხდომას ესწრებოდა "ქართული ოცნების" სამი დეპუტატი. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, მათ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს. ასამბლეის პრესსამსახურზე დაყრდნობით ითქვა, რომ "ოცნების" დეპუტატები დოკუმენტის დამტკიცებას, კრიტიკული განწყობების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ. თუმცა, ინფორმაცია შალვა პაპუაშვილმა უარყო და დოკუმენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად წარმოაჩინა.

კენჭისყრის დროს გადაღებულ კადრებში "ოცნების" წევრები მართლაც აღარ ჩანან, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მათ პროტესტის ნიშნად დარბაზი კენჭისყრის დროს სპეციალურად დატოვეს. ეს "ოცნებას" არც დაუმალავს. თუმცა, საინტერესო აქ ისაა, რომ მათ არჩევნების მოთხოვნაზე პროტესტის გამო მხარი არც იმ რეზოლუციასდაუჭირეს, სადაც სირიისთვის საქართველოს ტეროტირული მთლიანობის აღიარება იყო მოთხოვნილი. აღსანიშნავია, რომ ამ ჩანაწერის ინიციატორი  თავად "ოცნება" იყო და საბოლოოდ, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა მოუწია.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები