არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში სააკაშვილი თავისუფალი იქნება - ბექა ბასილაია

05.10.21 13:32
არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში სააკაშვილი თავისუფალი იქნება - ბექა ბასილაია

ცოტა ხნის წინ რუსთავის მე 12-ე დაწესებულებაში სააკაშვილის ადვოკატები შევიდნენ. მათ შესვლამდე განაცხადეს, რომ პროცედურულ საკითხებს გაივლიან და სამოქმედო გეგმებს დასახავენ. 

ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ძალიან მალე საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავისუფალი იქნება.

იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე აქ შეხვედრები საჭირო არ იქნება. ყველაფერი წავა ისე, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვისაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მალე თავისუფალი იქნება არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სააკაშვილის მეორე ადვოკატი, გიორგი გელხაური, იმედს გამოთქვამს, რომ საზღვრის უკანო კვეთასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი საერთოდ არ უნდა წაუყენონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმების შესახებ ვერაფერს ვიტყვი. გამოძიებას ამ ეტაპისთვის არაფერი გაუკეთებია. ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, აქ მოვედი, რომ შევხდე მიხეილ სააკაშვილს. მე მგონია, საზღვრის უკანო კვეთის შესახებ მას საერთოდ არ უნდა წაუყენონ ბრალდება. თუმცა შსს-ს და პროკურატურის იდეებსა და აზრებზე ვერაფერს ვიტყვი. მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილი დაკავებულიც კი არ უნდა იყოს - ამბობს ტვ პირველთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი. 

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 10 ნოემბერსაა ჩანიშნული, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება. მანამდე კი ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რომ პროცესები უფრო ადრე ჩაინიშნოს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაცილებით ადრე წარსდგეს. 

 

მსგავსი სიახლეები