"ასეთი კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით" - პიტერ ფიშერი "ოცნებას"
"ასეთი კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით" - საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ ის კანონები, რომელსაც დღეს "ოცნება" დაჩქარებული წესებით იღებს, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის საბაზისო წესებთან.
"არავინ არის ვალდებული გაწევრიანდეს ევროკავშირში. ეს სრულად ნების საკითხია. ასეთი კანონმდებლობით კი საქართველო ვერ გახდება წევრი" - ამბობს ფიშერი.
საქართველო იღებს კანონებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულს. ხდება კანონმდებლობების, ტექნიკურად როგორც ვუწოდებთ, ტრანსპონირება: პარლამენტი კი აცხადებს, რომ იღებს ევროპულ კანონმდებლობას.
ჩვენ გვაქვს უამრავი კანონი, მაგალითად, მედიასტუდიებში განათების უსაფრთხოებაზე, გვაქვს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, საგზაო მოძრაობაზე, გამონაბოლქვის ნომრებზე.
უმნიშვნელოვანესი სფეროებია ლიბერალური დემოკრატიის არსებობა, რასაც ევროკავშირი ნიშნავს და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს ინსტიტუტები. საქართველო კი იღებს კანონებს, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამ საბაზისო ელემენტებს. ასეთი კანონმდებლობებით თქვენ უბრალოდ ვერ გაწევრიანდებით. არავინ არის ვალდებული გაწევრიანდეს ევროკავშირში. ეს სრულად ნების საკითხია. ასეთი კანონმდებლობით კი საქართველო ვერ გახდება წევრი", - განაცხადა პიტერ ფიშერმა.