ადვოკატი: პირი, ვისზეც შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა რომ დააკავეს, უკვე გათავისუფლებულია

05.07.25 13:23
ადვოკატი: პირი, ვისზეც შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა რომ დააკავეს, უკვე გათავისუფლებულია

რუსეთის მოქალაქე, ვისზეც, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა რომ დააკავეს, პატიმრობიდან უკვე გათავისუფლებულა - ამის შესახებ ინფორმაციას პირის ადვოკატი, დავით გამყრელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ადვოკატი აცახადებს, რუსეთის მოქალაქეს ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც შსს-მ მნივთმტკიცებად ამოიღო, ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული, რის შესახებაც გამოძიებას ეცნობა. უფლებადამცველის თქმითვე,  რუსეთის მოქალაქემ გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის შემდეგაც ის გათავისუფლდა. 

დავით გამყრელძე ამბობს, რომ ამავე საქმის ფარგლებში გამოძიებასთან სხვა ახალგაზრდებმაც ითანამშრომლეს .

ამ საქმეში მე ვიყავი ადვოკატი და არასწორ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ თხოვნა იქნება. ამ ბიჭმა, ასევე სხვა ახალგაზრდებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და განთავისუფლდა კიდეც პატიმრობიდან, რაზეც დიდ მადლობას მოვუხდი მცხეთის რაიონულ პროკურატურასა და სასამართლოს, რომ 5 წლით არ გაწირეს ეს ახალგაზრდა. რეალობა ის არის, რომ ამ ადამიანს დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული საშუალება ექიმის მიერ, რაც მტკიცებულების სახით მივაწოდეთ კიდეც ბრალდებას. მიუხედავად ამისა, მისი ბრალი მდგომარეობს საზღვარზე ამ საშუალების გადაზადვაში და არა მოხმარებაში. ეს ადამიანი დღეის მდგომარეობით დაუბრუნდა თავის ოჯახს და მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში არის რუსეთის ფედერაციაში. წარმატებებს ვუსურვებ მას და მის მეგობრებს, საუკეთესო ბიჭები არიან", - წერს სოცილაურ ქსელში დავით გამყრელიძე. 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო გამშვები პუნქტის ყაზბეგის თანამშრომლებმა, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, „დარიალის“ მონაკვეთზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. 

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ხელბარგიდან ნივთმტკიცებად ფსიქოტროპული საშუალება ამოიღეს.