იგულისხმება თუ არა ყაველაშვილის შეთავაზებაში მიხეილ სააკაშვილი? - რას ამბობენ "ოცნებაში"
მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს - "ოცნება" ამბობს, რომ შეთავაზება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება.
- ცნობისთვის, გუშინ მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოს პატიმარს, რომელიც შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართავს და დაადასტურებს, სურვილს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, შეიწყალებს.
სააკაშვილი რა შუაშია? - ამბობს ირაკლი ზარქუა.
მისი თქმით, ყაველაშვილის მიმართვსი ადრესატი იყო ყველა დაპატიმრებული ოპიოზიციონერი, გარდა მესამე პრეზიდენტისა.
აგერ ბურთი და მოედანი. ჩვენ ყველანი კანონის წინაშე თანასწორნი ვართ. შესაბამისად, მოხვდით ციხეში, ახლა ვიღაცებმა, თქვენმა პატრონებმა რომ არ თქვა, ან თქვენმა ტოპ-ტვინებმა, რომ დაიჭირეს იმიტომ, რომ ეშინიათ არჩევნებისო, აგერ შეინანიეთ, დაწერეთ განცხადება, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. თუ უარს იტყვიან, ეს იქნება იმაზე დასტური, რომ იმდენად ჩაფლავებულები და უსუსურები არიან, რომ მათ არჩევნებზე სამარცხვინოდ წაგებას არჩიეს ციხისთვის შეეფარებიათ თავი. ერთი კითხვა მაქვს, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ ღებულობენ, იმიტომ რომ არალეგიტიმურს ეძახიან. ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს, ხომ არ იციან - პრეზიდენტი ნიშნავს. მთავრობა თუ არალეგიტიმურია, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის. მის მიერ დანიშნული როგორ არის მაშინ ლეგიტიმური და როგორ ღებულობენ მონაწილეობას? ვის ატყუებენ? არეულები არიან. ქმედებებში დაკარგულები არიან ეს რადიკალები. სააკაშვილი რა შუაშია? საკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. რომ მიხვიდე შეიძლება უკრაინულად დაგელაპარაკოს, ქართულიც კი დაავიწყდა", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ზარქუას მსგავსად, დღეს კიდევ ერთმა "ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, მიხიეილ სააკაშვილზე არ გავრცელდება. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.
სააკაშვილი რომელიც იხდის სასჯელს და კიდევ აქვს მოსახდელი, ვერანაირად ვერ იქნება გათვალისწინებული ამ სიაში და არასდროს ასეთ სიაში გათვალსიწინებული, ვიანიდან მიხეილ სააკაშვილმა ბოლო წუთამდე უნდა მოიხადოს ის საჯელი,რ აც მას ეკუთვნის", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.