"ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებზე პირველი შეფასებები კეთდება

05.07.25 15:23
"ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებზე პირველი შეფასებები კეთდება

"ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პირველი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ პარტიებში.

კომენტარი გააკეთეს და სოციალურ ქსელში პოსტები დაწერეს კოალიცია "ცვლილების" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა. 

სამწუხაროდ, ლელომ აირჩია თანამშრომლობის გზა და იმ შემოთავაზებას, რომელიც ჩვენი მხრიდან არაერთგზის გაკეთდა ერთიანობაზე, ერთიანობის შემოთავაზების პასუხად, ფაქტიურად დამარცხებულ ბრძოლაში შესვლა. ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას, ჩვენ აუცილებლად, პრინციპულობით და თანმიმდევრულობით დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს", - აცხადებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე "პირველებთან".

სუსტები არიან თუ მოღალატეები ისტორიამ განსაჯოს, ჩვენ საქმეს მივხედოთ! და საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ!"- წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.  

„ძალიან სამწუხაროა. უკიდურესად. „ლელომ“ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია.

ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. 

"ლელო- ძლიერ საქართველოში" კი ხსნიან, რის გამო მიიღეს თვითმმართველობის არჩევნებში მიღების გადაწყვეტილება:

ფუფუნება არ გვინდა შევუქმნათ "ქართულ ოცნებას", რომ ასე თითის გაუნძრევლად გადაიფორმოს მთელი საქართველო და გაამყაროს დიქტატურა, აი ამისთის შევდივართ ამ ბრძოლაში"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა ჩვენს მოსახლეობასთან და ერთადერთი განწყობა იყო ამომრჩევლებისგან, რომ ეს ველი არ უნდა დავტოვოთ "ოცნებისთვის" ცარიელი," -აცხადებს "ძლიერი საქართველოს" რეგიონული ლიდერი. 

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები