პოსტები ჩინოვნიკების ოჯახის წევრებისთვის - ვინ სად დაასაქმეს (ახალი გვარები)

სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული თბილისის საკრებულოს და მერიის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაციის თანახმად, ზურა აბაშიძის მეუღლე, თეონა ბენაშვილი საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში 2022 წლიდან მუშაობს. ის აქ კერძო კომპანია "ვოლის" პარალელურად არის დასაქმებული.
- სახელმწიფო დაზღვევის კომპანიას ზურა აბაშიძის ყოფილი თანაგუნდელი, დავით ონოფრიშვილი ხელმძღვანელობს, ისინი ერთად იყვნენ ალასანიას გუნდში, რომელიც კოალიცია "ქართულ ოცნების" შემადგენელი ნაწილი იყო.
ზურა აბაშიძის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე სახელწიფო კოპანიაში 2022 წელს დასაქმდა - მისი წლიური ხელფასი 20 ათას ლარზე მეტია.
რაც შეეხება ზურა აბაშიძის მოადგილეს, გიორგი ახვლედიანის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ქეთევან ახვლედიანი ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 33 ათასს ლარზე მეტს იღებს. ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მას შემდეგ საქმდება, რაც ახვლედიანი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხდება. ქეთევან ახვლედიანი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მგზავრთა მომსახურების ხარისხის სამსახურის უფროსია.
შალვა ობგაიძის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, ქეთევან შარაბიძე 2021 წლიდან სპორტის მუზეუმში წამყვან სპეციალისტად მუშაობს.
ქართული სპორტის მუზეუმის ახალი შენობა შენდება - ძველში კი მხოლოდ ოთხი თანამშრომელი მუშაობს.
კიკეთი-კოჯრის საუბნო განყოფილების უფროსად დაინიშნა მთაწმინდის რაიონის გამგეობის მაღალჩინის, თინათინ ნიბლოშვილის მეუღლე, ვალერიან გრძელიშვილი დაინიშნა. დეკლარაციის მიხედვით, ის კ განყოფილების უფროსად მისი მეუღლის თანამდებობაზე ყოფნის დროს ინიშნება
საჯაროდ გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით გრძელიშვილი 2016 წლამდე შინაგან საქმეთა სამინტროს მაღალჩინოსანი იყო.
გლდანის გამგებლის, ბესიკ კალაძის მეუღლე, მარიამ ბალხამიშვილი, 2022 წლიდან სოც ქსელში ცნობილი ბრენდების რეკლამირებით არის დაკავებული. კალაძის შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ქორწინების პერიოდში მისი მეუღლე საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. ბალხამიშვილი 2023 წლიდან განათლების ხარისწხის განვითარების ეროვნული ცენტრის მთავრი სპეციალისტად დაასაქმეს.