ხოშტარიას მიმართვა "ლელოს" წევრებს: "უბედნიერესები იქნებით, ვინც ახლა ხმას ამოიღებთ"

05.07.25 18:10
ხოშტარიას მიმართვა "ლელოს" წევრებს: "უბედნიერესები იქნებით, ვინც ახლა ხმას ამოიღებთ"

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია "ლელოს" წევრებს მიმართავს განცხადებით მიმართავს. 

"მოუსმინეთ სინდისის ხმას" - წერს ხოშტარია. 

ჩემს მეგობრებს მივმართავ ლელოში. ჩემ გამოცდილებას თუ გაიზიარებთ, უბედნიერრსები იქნებით ისინი, ვინც ახლა ხმას ამოიღებთ. 

არ გეგონოთ ჩემ პოზიციას გახვევთ, ან ლელოზე ‘გამარჯვება’ მიხარია. 
ეს საკითხი არ არის პოლიტიკური შეჯიბრის საკითხი. სინდისის ხმას უდა მოუსმინოთ, მეტი არაფერს, სინდისის ხმას და ის საუკეთესოდ გიკარნახებთ"- წერს ელენე ხოშტარია. 

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 

განცხადებიდან მალევე, საბა ბუაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ არჩვენებში მონაწილეობას უკავშირდება. 

პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია დატოვა დეა მეტრეველმაც. 

ლელო დატოვა პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამუნა გიორგაძემ.