მოსამართლის მამის ბიზნესი რუსეთში? - რისთვის ირიცხება ფული საქართველოში

05.07.25 21:17
მოსამართლის მამის ბიზნესი რუსეთში? - რისთვის ირიცხება ფული საქართველოში

სინდისის პატიმრების მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილის მამა რუსეთში ავტობიზნესის მფლობელია - "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ დავით გალუსტოვი ბიზნესოპერატორად ის რუსეთის ერთიან რეესტრში 1 წლის წინ 2024 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა.

დოკუმენტებში მითითებულია, რომ: 

  • მოსამართლის მამის ძირითადი საქმიანობა მოსკოვში, ავტომობილების ნაწილებით საბითუმო ვაჭრობაა. პარალელური საქმიანობის სფეროდ კი ნინო გალუსტაშვილის მამას, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა აქვს მითითებული. მას მოპოვებული აქვს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების, ავტო სამრეცხაოების ფლობისა და გზებზე მანქანებისთვის ტექდახმარების აღმოჩენის ლიცენზიაც.

დავით ომარის ძე გალუსტოვი რუსეთში ბიზნესოპერატორად თავდაპირველად 2013 წელს დარეგისტრირდა. მაშინ მისი ძირითადი საქმიანობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა იყო, თუმცა 2022 წლის 29 ივლისს დავით გალუსტოვმა რუსეთში ბიზნესი დახურა და გააუქმა ბიზნესოპერატორის რეგისტრაციაც. კომერციულ საქმიანობას მოსამართლის მამა, 2024 წლიდან უბრუნდება და ამჯერად ავტო ბიზნესში შედის. ეს კი დროში ემთხვევა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რის გამოც ავტონაწილებით მომარაგებას ამ დროს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი. 

  • დავით გალუსტოვი ირწმუნება, რომ ავტონაწილები რუსეთში არ შეაქვს, მისი ბიზნესი კი მეორადი მანქანების დაშლას არ სცდება.

"შაბათის ეთერმა" ჟურნალისტური გამოძიების მომზადების დროს, დავით გალუსტოვის სახელით საქართველოში გადმორიცხული თანხების დამადასტურებელი ამონაწერიც მოიპოვა.  სწრაფი ფულადი გზავნილების კომპანია "იუნისტრიმის" ამონაწერით, ირკვევა, რომ ოჯახის უახლოესი წევრების გარდა, ფული სხვა პირების სახელზეცაა გადმორიცხული.

  • დოკუმენტის შესწვლისას ყურადღებას 2022 და 2023 წლის მსხვილი ტრანზაქციები იქცევს:  

ერთ შემთხვევაში ფულის მიმღები ბესიკ ბიჭიაშვილია - თანხის ოდენობად კი 304 290-ია მითითებული.

"შაბათის ეთერის" ინტერესის საგანია გაარკვიოს, რა დანიშნულებისთვის გადმოურიცხა თანხა 7 კომპანიის მფლობელ ბიჭიაშვილს სინდისის პატიმრების მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის მამამ, თუმცა ბიჭიაშვილმა გამომძიებელ ჟურნალისტებთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. 

მოსამართლის მამა კი ამტკიცებს, რომ მსხვილი 300 ათასზე მეტი ოდენობის ფულადი გზავნილი, რომელიც "შაბათის ეთერის"ინტერესის საგანი გახდა, არა დოლარი, არამედ რუბლია და მეზობლებს ავტომანქანის შესაძენად გამოყენებული თანხის ხურდა დაუბრუნა.

"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, ისიც რომ 2023 წლის 13 თებერვალს, 30 718 სავარაუდოდ დოლარი, დავით გალუსტოვმა კიდევ ერთ ბიზნესმენ ზურაბ ნამგალაურსაც გადმოურიცხა.

ირკვევა ისიც, რომ ფულის მიმღებებს შორის სხვადასხვა პერიოდში, დავით გალუსტოვის თანასოფლელებიც იყვნენ.

ეს ყველაფერი არ არის, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომ ნინო გალუსტაშვილის მამა, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობას, ერთდროულად, სხვადასხვა გვარზე გაცემული პასპორტებით, წლების განმავლობაში ფლობდა. 

ვინ არის მოსამართლე გალუსტაშვილის მამა - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი