პოლიციელი, რომელმაც სააკაშვილი დააკავა, წინა ხელისუფლების შსს-ს სპიკერი იყო

05.10.21 14:07
პოლიციელი, რომელმაც სააკაშვილი დააკავა, წინა ხელისუფლების შსს-ს სპიკერი იყო

პოლიციელი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი იყო.

"პირველების" ინფორმაციით, სამართალდამცავი, რომელმაც სააკაშვილს ხელბორკილები დაადო, ნაძალადევის პოლიციელის უფროსი, გიორგი ბუხრაშვილი, იგივე "ჩოგანაა". 

ბუხრაშვილი ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში რიგითი პოლიციელი, შსს-ს სპიკერი იყო. 

რამდენიმე წუთის წინ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა ვრცელდება. კადრები სავარაუდოდ, თბილისში, სანზონაში ელგუჯა ცომაიას სახლშია გადაღებული. კადრები სავარაუდოდ, პოლიციელების მიერაა გადაღებული. 

 

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

 

 

მსგავსი სიახლეები