ბრიუსელში 15 ივლისს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - რა მოლოდინები არსებობს

ევროპულმა საბჭომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში ჩასვა. 15 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ იმჯელებენ. საქმე ეხება "ოცნების" მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც დასავლეთმა ავტორიტარიზმისკენ სწრაფვად შეაფასა.
აღსანიშნავია, წინა შეხვედრის დროს, ბრიუსელში კაია კალასმა განაცხადა, რომ დახურულ კარს მიღმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ განსახორციელებელ პოლიტიკაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ საკითხს სწორედ ივლისში დაუბრუნდებოდნენ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ სწორედ დაანონსებული სხდომის შემდეგ ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ასევე დიდი ბრიტანეთი "ოცნების" წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებს. ხიდაშელის თქმით, სიაში, რომელიც მან თავად ნახა, პოლიტიკოსების გარდა, ბიზნესის და სასამართლოს წარმომადგენლებიც შედიან. მისი თქმით, დასასანქცირებელთა სიაში არიან "ოცნების" პროპაგანდისტებიც.
მაქვს ოპტიმიზმი, რომ სწორედ ამ სხდომის შემდეგ, უკვე ორმხრივ რეჟიმში ძალიან ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრი დიდი ბრიტანეთიდანაც იქნება სანქციები. 8 პოლიტიკოსის ციხეში ჩასმა ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არ არის ამბავი, რომელსაც შეშფოთების განცხადებით დაასრულებ. სია, რომელიც მე მაქვს ნანახი, ერთგვარად, ოთხარ შეგვიძლია, გავყოტთ: იქ არიან პოლიტიკოსები, არიან რეჟიმის მასულდგმულებელი ბიზნესის წარმომადგენლები, არიან პროპაგანდისტები და სასამართლო ხელისუფლების არა მარტო მოსამართლეები, პროკურორებიც მათ შორის. ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ გაცილებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველი იქნება შემდეგი სია, რომელიც სანქცირებას დაექვემდებარება, - ამბობს ხიდაშელი.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან კიდევ უფრო მკაფიო და რადიკალურ ქმედებებს ელოდება "ძლიერი საქართველოც".
გვახსოვს კაია კალასის განცხადებები, გვახსოვს არაერთი საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცადებები. მათი პოზიცია არის სულ უფრო მკვეთრი, სულ უფრო მკაფიო და რადიკალური და ბუნებრივია, ახლა ჩვენ მოველით კიდევ უფრო მეტ თანხვედრას სხვადასხვა სახელმწიფოს შორის საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით. ჩვენი მოწოდება ევროპელი კოლეგებისადმი არის ის, რომ უნდა იქნას დაუყოვნებლივ ერთიანი ქართული პოლიტიკა შემუშავებული და ძალიან მკაფიო და მკაცრი ზომები მიღებული ქმედითი ნაბიჯების სახით "ქართული ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვშრომობთ ძალიან აქტიურად თოთოეულ სახელმწიფოსთან და გავაგრძელებთ ამ შრომას, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ევროკავშირში სანქციების საკითხი არ დახურულა და დარწმუნებულია, რომ "ოცნება" ძალიან მალე კიდევ უფრო მძიმე შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდება.
ძალიან სერიოზული და საშიში განხილვის საგანი შეიძლება, იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება და ასევე კონკრეტულად ყველა იმ დახმარების შეჩერება, როელიც საქართელოსკენ მოემართება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სანქციების საკითხი ევროკავშირის მხრიდან არ არის დახურული, პირიქით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან მნიშნეოვანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ეროვნულ მთავრობებში და პარლამენტებში, ასევე ევროკავშირში, ამიტომ ძალიან საყურაღებოა ის, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული "ოცნების' რეჟიმი მალე გაცილებით უფრო დიდი სანქციების წინაშე აღმოჩნდება, - ამბობს ხატია დეკანოიძე.