საკადრო ცვლილებები გდდ-ში - წმენდენ თუ არა სისტემას ძალადობაში მხილებული კადრებისგან?

06.07.25 20:16
საკადრო ცვლილებები გდდ-ში - წმენდენ თუ არა სისტემას ძალადობაში მხილებული კადრებისგან?

საქართველოს მოქალაქეების წამებაში მხილებული მირზა კეზევაძე სპერცრაზმის ერთ-ერთი შეფი აღარაა. "პირველების" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის შემდეგ შინაგან საქმეთ სამინისტრო იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ შტატების და ევროკავშირის მიერ სანქცირებული ხარებას მოადგილე თანამდებობას აღარ იკავებს.

ჩვენი ინფორმნაციით, კეზევაძე გაუშვეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ კეზევაძემ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

მირზა კეზევაძე ხარებას მარჯვენა ხელი იყო. ის უშუალოდ მონაწილეობდა სისხლიანი ნოემბრის მოვლენებში. არსებობს მისი ერთადერთი ინტერვიუ შაბათის ეთერთან, სადაც კეზევაძე არ უარყოფდა, რომ სპეცრაზმის შეფის ხარებას გადაწყვეტილების თანამონაწილე იყო.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დიდი წმენდაა. "პირველების" ექსკლუზიური ინფორმაციით, პოსტს აღარ იკავებს ხარებას კიდევ ერთი სანდრო კადრი - იოსებ მარგველაშვილი. მის წინააღმდეგ ტვ პირველს არაერთი ვიდეო მტკიცებულება აქვს მოპოვებული. ჩვენი გადაღებული კადრებით დასტურდება, რომ სწორედ იოსებ მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა ე.წ მორბენალთა დანაყოფს, რომელიც ნოემბერ დეკემბერში საპროტესტო აქციიდან წასულ ხალხს სადარბაზო სადარბაზო დასდევდა და სასტიკად უსწორდებოდა. მას შემდეგ, რაც "პირველებმა" გაავრცელა ინფორმცია მარგველაშვილის წასვლის შესახებ, შსს იძულებული გახდა, ეს ამბავიც დაედასტურებინა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.