სააკაშვილთან შესახევედრად ზელენსკის პარტიის წევრი, დეპუტატი ლიზა იასკო ჩამოვიდა
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რომელთანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახის შექმნის შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა, საქართველოშია.
"ტვ პირველმა" იასკო რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააფიქსირა.
იასკომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.
უნდა შევიდე მიხეილთან. შემდეგ უნდა გავერკვე თქვენ სამართლებრივ წესებში, თუ რითი ხელმძღვანელობენ ისინი და შემეგ შევძლებ გავაკეთო კომენტარი"- უთხრა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს.
საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ლიზა იასკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველებს მიმართა:
ქართველებო, ეს თქვენთვის გააკეთა, ცვლილებებისთვის"- თქვა მიმართვაში დეპუტატმა.