ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა - რა კითხვები არსებობს ოპოზიციურ პარტიებთან

06.07.25 21:01
ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა - რა კითხვები არსებობს ოპოზიციურ პარტიებთან

 

 

რუსთავის ციხეში მყოფი ბადრი ჯაფარიძე "ოცნებას" პროდასავლური ოპოზიციის გახლეჩასა და ახალგაზრდების დატუსაღებაში ადანაშაულებს. წერილი მან საპატიმროდან გაავრცელა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" მიზანია ყველა ინსტიტუტზე ერთპარტიული კონტროლი მოიპოვოს. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება მიხეილ ყაველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაც. 

პროდასავლური პარტიების ბრძოლის სტრატეგია განსხვავებულია. ბოიკოტი თუ არჩევნებში ერთიანი ძალით მონაწილეობა? უფლებადამცველთა და ექსპერტთა ნაწილს აინტერესებთ, ბოიკოტის შემთხვევაში, რა იცვლება 4 ოქტომბრის შემდეგ თუ ოპოზიციამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

იგივე კითხვა არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პატიების მიმართაც: როგორ მოაბილიზებენ გახლეჩილ ოპოზიციურ ამომრჩეველს. 

კითხვები აქვთ დაპატიმრებულ ახალგაზრდებსაც. ციხიდან რეზო კიკნაძე "პირველებთან" საუბრისას ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის ბრძოლის სწორი გზა არჩევნებში მონაწილეობა.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.