ბრიუსელში "ოცნების" წინააღმეგ სანქციებზე იმსჯელებენ - საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში დაბრუნდა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 ივლისს ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა კვლავ საქართველო იქნება. გადაწყვეტილება ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, ავტორიტარიზმისკენ გადახრაა.
მიმდინარე შეხვედრა გაგრძელებაა იმ დისკუსიებისა, რომელიც წინა თვეს გაიმართა ევროკავშირის დედაქალაქში. სწორედ მაშინ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ დახურულ შეხვედრაზე ევროპის წამყვანმა პოლიტიკოსებმა განიხილეს შესაძლო რეაგირება „ქართული ოცნების“ ქმედებებზე და განაცხადეს, რომ ივლისში საკითხს კვლავ დაუბრუნდებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი "ოცნების" კონკრეტული წარმომადგენლების, მათთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს. მისი თქმით, სანქცირების სიაში შედიან „ოცნების“ პროპაგანდისტებიც.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.