ამერიკელი სენატორის უმწვავესი განცხადება - როგორ გაიგო რიშის გზავნილი ,,ქართულმა ოცნებამ"

05.10.21 14:48
ამერიკელი სენატორის უმწვავესი განცხადება - როგორ გაიგო რიშის გზავნილი ,,ქართულმა ოცნებამ"

,,ქართულ ოცნებაში" ამერიკელი სენატორის გზავნილი არაერთგვაროვნად აღიქვეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე,  მიიჩნევს, რომ ან ჯონ რიში არ არის საქმის კურსში, რა ხდებოდა საქართველოში 2012 წელს, ან სხვა რამეშია საქმე.

როცა ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს,  იმას რა უნდა მოკითხო, არ ვიცი. ეს წარმოუდგენელია. იმ კაცმა არ იცის და თქვენ ხომ იცით, რა ხდებოდა 2012 წელს საქართველოში? რიში ქართველი არ არის და არ იცის, აქ რა ხდებოდა. 

რაც 2012 წელს ხდებოდა, ეს იყო წარმოუდგენელი რამ და როცა ერთმანეთს ადარებ 2012 და 2021 წლის არჩევნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ან არ იცი, რა ხდებოდა 2012 წელს, ან სხვა რამეშია საქმე- ამბობს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ამერიკელი სენატორის გზავნილი სულ სხვაგვარად გაიგო. არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ რიშის განცხადების ადრესატია ოპოზიციაა, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებზე მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ადექვატური შედეგი ვერ დადო.

მე ასე გავიგე ჯიმ რიშის განცხადება, რომ ის იმედგაცრუებულია ამ არჩევნებზე ოპოზიციის მიერ აღებული შედეგით. ამ არჩევნებში როგორც საარჩევნო კანონმდებლობით, ისე გარემოს გათვალისწინებით ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კონკურენტულ რეჟიმში მეტი მხარდაჭერა მიეღო - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. - განაცხადა დღეს ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა.

მსგავსი სიახლეები