სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა, გასროლა მოხდა

07.07.25 09:16
სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა, გასროლა მოხდა

საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსი ახვლედიანის დედის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული.

"პირველების" მიერ  გადაღებული კადრები ადასტურებს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

TV პირველის ინფორმაციით, ამ სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა, გუშინ, გვიან ღამით,  დაახლოებით, 02:00 საათზე კი ამ სახლში გასროლა მოხდა. 

ვინ გაისროლა და რა მოხდა ადგილზე, ამას "პირველები" ადგილზე არკვევს. 

საგარეჯოში მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ, უცნობია, სად არის და რა მდგომარეობაშია თორნიკე რიჟვაძე. 

შსს-ის წარმომადგენლების თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი თვთმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები