წყარო: დაჭრილია თორნიკე რიჟვაძე, მან თვითმკვლელობა სცადა
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე დაჭრილია. წყარო ძალოვნებიდან ტვ პირველს ეუბნება, რომ გვიან ღამით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
ამავე წყაროს ცნობით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის კუთვნილი იარაღიდან ორჯერ გაისროლა.
რიჟვაძე ჩვენი ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია, ალექსი ახვლედიანი კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ერთ-ერთი ინფორმაციით, რიჟვაძემ სწორედ ახვლედიანის კუთვნილი იარაღით სცადა გულის არეში თვითდაზიანებების მიყენება.
ადგილზე მობილიზებული კრიმინალური პოლიციის თანმშრომლები კომენტარს არ აკეთებნ - ითქვა მხოლოდ ის, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 4 აპრილს დატოვა.
მალევე პოსტი დატოვა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამამ, დავით რიჟვაძემ. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.