აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დაკავებები ახლა დიდ ბიზნესზე გადადის-ზურაბიშვილი
ტერორი საქართველოში - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას“ დაკავებას.
“აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დაკავებები ახლა დიდ ბიზნესზე გადადის!“,-წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
დღევანდელი, უახლესი საქმე გიორგი რამიშვილის, მთავარი ინტერნეტ ქსელის მფლობელის, Euronews Georgia-ს დამფუძნებლისა და დონალდ ტრამპის ძველი ბიზნესპარტნიორის საქმეა!", - წერს ზურაბიშვილი.
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენის ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები აღმოუჩინეს.
მათივე ცნობით, იარაღი რეგისტრირებული იყო, თუმცა რამიშვილს მისი ტარების უფლება არ გააჩნდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს