დანიგანი: „ვისთანაც პროგრესს ვაღწევდი, მას ან ცვლიდნენ, ან მის გადაწყვეტილებებს აუქმებდა ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგა“

07.07.25 16:04
დანიგანი: „ვისთანაც პროგრესს ვაღწევდი, მას ან ცვლიდნენ, ან მის გადაწყვეტილებებს აუქმებდა ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგა“

აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიზანმიმართული ნაბიჯებით საქართველო დასავლეთისგან იზოლაციაში მოაქცია, დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია და ფაქტობრივად, გადაახვევინა ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციური მიზნიდან. ამის შესახებ დიპლომატმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბა.

დანიგანის თქმით, პარტნიორობის მცდელობა ამერიკულ მხარესთან სისტემატურად ეშლებოდა, რადგან ყველა პროგრესული პარტნიორი ან იცვლებოდა, ან მის გადაწყვეტილებებს ვინმე ზევიდან აუქმებდა. დღეს კი, ელჩის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის ურთიერთობა ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

"ქართული ოცნების" მთავრობამ, ჩემი აზით, ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ნაბიჯები, რომლებმც სულ უფრო იზოლაციაში მოაქცია საქართველო აშშ-გან, გადაახვევინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისივე კონსტიტუციური მიზნისგან, გააღიზიანა თავისი უდიდესი პარტნიორები - აშშ და დასავლეთი, ევროპა და ნამდვილად დაიზიანა რეპუტაცია, განსაკუთრებით ბიზნესის საზოგადოებაში. როცა მე აღმოვაჩენდი კარგ პარტნიორს, რომელთანაც პოგრესს ვაღწევდი, ადრე თუ გვიან ის მინისტრი ან მაღალჩინოსანი იცვლებოდა, ანდა მიღებულ გადაწყვეტილებებს ამოაყირავებდა ხოლმე ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგა. შედეგი კი არის ის, რომ დღეს ურთიერთობა ჩვენს მთავრობებს შორის ძალიან რთულ მდგომარეობაშია, - ამბობს დანიგანი. 

მსგავსი სიახლეები