დანიგანი: შემიძლია ვივარაუდო, რომ ივანიშვილი პირად ინტერესებს ქვეყნისაზე მაღლა აყენებს

07.07.25 16:10
დანიგანი: შემიძლია ვივარაუდო, რომ ივანიშვილი პირად ინტერესებს ქვეყნისაზე მაღლა აყენებს

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანის თქმით, ქართული ოცნების მიერ იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯები აფიქრებინებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა".

ამის შესახებ დანიგანმა   რადიო თავისუფლებასთან   ნტერვიუში ისაუბრა. 

ელჩის თქმით, მას როგორც ბაიდენის, ისე ტრამპის ადმინისტრაციის დროს, რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა ბიძინა ივანიშვილს შეხვედროდა და აშშ-ს გზავნილი გადაეცა, თუმცა მან ყოველ ჯერზე შეხვედრაზე უარი განაცხადა.

შემიძლია, ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა და მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა. ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ მე მას შევხვედროდი და გადამეცა წერილი. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომ გვემსჯელა, როგორ დაგვებრუნებინა ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზე და მან უარი განაცხადა, - ამბობს დიპლომატი.

ელჩის თქმით, უარის ოფიციალურ მიზეზად ივანიშვილმა საკუთარი სანქცირების ფაქტი დაასახელა, თუმცა რეალურად, დანიგანის შეფასებით, ეს ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორობის სრულ იგნორირებას ნიშნავს:

თუ დეფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს აშშ-ის ხელმძღვანელობას ან მიიღოს გზავნილი ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ეს ნიშნავს, რომ ის საკუთარ ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა, - ამბობს დანიგანი. 

მსგავსი სიახლეები