"ბრალი არასერიოზულია" - სიორიძე არ გამორიცხავს, რომ რამიშვილის დაკავებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს
"ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე გიორგი რამიშვილის დაკავებას საეჭვო ფაქტად აფასებს და ამბობს, რომ საქმეში შესაძლებელია, პოლიტიკური მოტივიც იკვეთებოდეს. მისი განცხადებით, ძნელად დასაჯერებელია, რომ მსხვილმა ბიზნესმენმა აეროპორტში განზრახ უკანონო იარაღი შეიტანა.
სიორიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის გუნდისადმი რამიშვილის დამოუკიდებელი პოზიცია შესაძლოა, "ოცნების" ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ძალიან არასერიოზულია გიორგი რამიშვილს ისეთი რამ ჩაედინა, რაც მას ბრალად ედება, რომ რაღაცა უკანონო იარაღის ტარება მითუმეტეს აეროპორტის ტერმინალში... ეს ხომ არასერიოზულია. ჩვენ ტენდენციას ვაკვირდებით, როგორ უსწორდება რეჟიმი ადამიანებს, მათ შორის, ეკონომიკურად ძლიერ ადამიანებს, ბიზნესმენებს. ალბათ ესეც ამის გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი რამიშვილი არ იყო არც კარის ბიზნესმენი, არც ის ადამიანი, რომელიც მათ დაძახებულზე მათთის რაღაცაზე ფასადის შექმნაზე დადიოდა, თუნდაც რარაც შეხვედრებზე ირაკლი კობახიძესთან. არ ვიცი, მე მარჩიელობას არ დავიწყებ, ბუნებრივია, როგორც პოლიტიკოსი, თუმცა ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს გიორგი რამიშვილის იმ ბრალდებით დაკავება, რის გამოც ის დააკავეს, - ამბობს გიორგი სიორიძე.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "სილქნეთის" მფლობელი გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია.