"პოლიტიკურ კრიზისს ოცნების ამომრჩევლებიც აღიარებენ" - როგორია ხალხის განწყობა (კვლევა)
"ქართული ოცნების" ყოველი მეორე ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ივანიშვილის პარტიას საკუთარი პროპაგანდა საკუთარმა ამომრჩევლებმა ჩამოუმსხვრიეს. სოციოლოგიური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ "ოცნების" გამოკითხული ამომრჩევლების დაახლოებით 50% "ქართულ ოცნებას" არ ეთანხმება, როცა ამტკიცებენ, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება, სიმშვიდეა და არ იმჩნევენ ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური ლიდერებისა და სინდისის პატიმრების ციხეებში გამოკეტვით გამოწვეულ კრიზისს. გამოკითხული მოქალაქეების 72 % ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.
მაღალი ფასები, დაბალი შემოსავალი, სიღარიბე, უმუშევრობა, ეკონომიკური გამოწვევები და მიგრაცია - ეს ის საკითებია რასაც მოსახლეობა მთავარ გამოწვევად ასახელებს. ხალხი ფიქრობს, რომ "ოცნება" კანონებს სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის გასაქრობად იღებს. სოციალური კვლებისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებს დიდი მხარდაჭერა აქვს. მოსახლეობის უმეტესობა, 43% ფიქრობს, რომ ქუჩის პროტესტი მუშაობს. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა გამოკითხულთა უმეტესობა.
გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური კრიზისის დასასრულისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, აქ მოქალაქეების აზრები გაყოფილია. გამოკითხულთა 46% არჩევნებში მონაწილეობას უჭერს მხარს. პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ამომრჩეველთა უმრავლესობა კი ბოიკოტის მომხრეა. ნაწილი თანახმა, ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა დათქმებით მიიღოს, რომ ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით იკვლია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში.
რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს.
შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
გამოპასუხების წილი: 71%
საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის17-29 ივნისის შუალედში.