ელჩის სკანდალური განცხადება - რობინ დანიგანი დუმილს არღვევს
აშშ-ის ელჩი საქართველოში საკუთარ მისიას აჯამებს და შთაბეჭდილებებს ჰყვება. რობინ დანიგანი ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ყველაფრის მმართველად მოიხსენიებს და ღიად ადანაშაულებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ოფიციალური ვაშინგტონის გზავნილების გადასაცემად ივანიშვილთან ორჯერ სურდა შეხვედრა, ივანიშვილმა საპასუხოდ საკუთარ ფულზე დაიწყო წუწუნი და დიპლომატი ორჯერვე უარით გაისტუმრა. რობინ დანიგანი მისიის ბოლოს ყველა კარტს შლის.
ამერიკის ელჩი "რადიო თავისუფლებასთან" ნახევარსაათიან ინტერვიუში ყველაფერზე ღიად საუბრობს. ირკვევა, რომ ივანიშვილი არამხოლოდ თავად ამბობს უარს ელჩთან შეხვედრაზე, არამედ მთავრობაშიც ისე ალაგებს კაბინეტს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა არ გამოსწორდეს.
ამერიკელი დიპლომატი "ოცნებას" საჯაროდ არაერთ ტყუილში ამხელს, მათ შორისაა, ივანიშვილის გუნდის ანტი-დასავლური პროპაგანდა და კონსპირაციების თეორიები, რომელსაც ელჩი პირდაპირ უწოდებს ტყუილს. თუ პარტნიორებზე ტყუილების გავრცელება არ შეწყდება, ურთიერთობების გაჯანსაღების რესურსი არ არსებობს, ფიქრობს რობინ დანიგანი და "ქართულ ოცნებას" მეგობარი აქტის ბოლომდე მიღებას უანონსებს.