ცესკო ეუთო/ოდირის წინააღმდეგ - რას ამტკიცებს კალანდარიშვილი და რა წერია კრიტიკულ რეზოლუციაში

07.07.25 21:12
ცესკო ეუთო/ოდირის წინააღმდეგ - რას ამტკიცებს კალანდარიშვილი და რა წერია კრიტიკულ რეზოლუციაში

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას ეხმაურება, რომლითაც ეუთო საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

უმწვავეს რეზოლუციაზე დაგვიანებული პასუხი გიორგი კალანდარიშვილმა დღეს დილით გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობენ. ცესკოს დაცვა დღეს საკუთარ თავზე "ქართულმა ოცნებამ" აიღო და უფრო შორსაც წავიდა. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება თითქოს ვინმეს თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა უნდა.

გიორგი კალანდარიშვილს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე პასუხის გაცემა დაუგვიანდა, თუმცა, დღეს, გავლენიან ორგანიზაციას სიზუსტე და ობიექტურობა დაუწუნა. როგორც ჩანს გიორგი კალანდარიშვილისთვისაც ისევე მიუღებელია ახალი არჩევნების ჩატარება, როგორც "ქართული ოცნებისთვის".

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში

მსგავსი სიახლეები