რამ მიიყვანა თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობამდე? - ოპოზიცია კლანებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაზე საუბრობს
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პირველი იყო, ვინც თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა. ივანიშვილის ყოფილი პრემიერი კლინიკაში მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან და აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნებთან ერთად მივიდა. ყოფილი პრემიერი, რომლის უახლოეს გარემოცვასაც წარმოადგენს რიჟვაძე, "პირველების" კითხვებს გაეცა.
რიჟვაძის მოკითხვა კლინიკაში მხოლოდ რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსანმა გაბედა. მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ. კამერების წინ ვერავინ ბედავდა იმის თქმას, რომ რიჟვაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, მათ შორის, ვერც მისი ოჯახის წევრები, რომლებიც დღემდე აჭარის უმაღლეს საბჭოში უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ.