გაუგებრობა თუ მიზანმიმართული შურისძიება მსხვილ ბიზნესმენზე - ალაპარაკდება თუ არა გიორგი რამიშვილი
პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილისთვის იგივე "ზარალასთვის" პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ჯერი ახლა სასამართლოზეა, სადაც რამიშვილს სავარაუდოდ დღესვე მიიყვანენ, საგამოძიებო უწყება ყველაზე მკაცრ აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს.
გიორგი რამიშვილი აეროპორტში, ტერმინალზე, უსაფრთხოების შემოწმებისას დააკავეს და ხელბორკილები დაადეს. პროკურატურის ვერსიით, მას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები უპოვეს. იარაღი მას გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარება არ შეეძლო. რა უნდოდა მსხვილ ბიზნესმენს აეროპორტში იარაღით? - რამიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა დაკავებულს ჩანთები უბრალოდ აერია.
გიორგი რამიშვილთან ადვოკატი ბრალის წარდგენამდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში ორჯერ შევიდა სანახავად, მაგრამ ამ დრომდე ბიზნესმენის პოზიცია არ გაუსაჯაროვებია. რამიშვილი სათქმელის თქმისთვის დროს ითხოვს. მისი უფლებადამცველი კი ამტკიცებს, რომ რამიშვილის დაკავებაში პოლიტიკური მოტივები არ არსებობს.