სინდისის 11 პატიმრის საქმე - სპეცრაზმელმა განსასჯელის სკამზე მჯდომებიდან ხელი ვერცერთს დაადო

07.07.25 20:49
სინდისის 11 პატიმრის  საქმე  - სპეცრაზმელმა  განსასჯელის სკამზე მჯდომებიდან ხელი ვერცერთს დაადო

მედიისგან დახურულ სასამართლო პროცესზე, პროკურატურას 11 სინდისის პატიმრის საქმე სპეცრაზმელმა ნუგზარ მირიანაშვილმა ჩამოუნგრია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ აქციაზე მას პიროტექნიკა მოხვდა და დაზიანდა, თუმცა პირდაპირ თქვა, რომ სინდისი პატიმრებთან პრეტენზია არ აქვს. ე.წ დაზარალებულს არ შეუძლია არცერთი ბრალდებულის ამოცნობა.

იურისტების განმარტებით ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა პროკურატურის მოწმეები სისტემის შეკერილ საქმეებს ამხელენ, ისინი არ იცნობენ ვიდეო მტკიცებულებებს. მეტიც დღევანდელ პროცესზე მოწმე სპეცრაზმელი ამტკიცებდა, რომ ვიდეო კადრებში საკუთარი თავის ამოცნობაც კი არ შეუძლია.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები